დაპირისპირება პატრულსა და მძღოლს შორის [ვიდეო/video]
სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ინფო რუსთავს" მიაწოდეს ვიდეო მასალა სადაც ჩანს რომ, პატრული ხელბორკილებ დადებულ პირს, ეკიპაჟში ძალის გამოყენებით სვამს.
თვითმხილველი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ მძღოლსა და პატრულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც პატრულის თანამშრომლებმა ის დააკავეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავებისას მას მძღოლის ნაცნობი გამოესარჩლა და ცდილობდა არ მიეცა საშუალება მამაკაცი გადაეყვანათ, სწორედ ამ დროს დაკავებული მამაკაცი მანქანიდან გადმოსვლას ცდილობს და დაბლა დაეცა. რამდენიმე წამიანი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დაკავებული მამაკაცი ისევ ეკიპაჟში ჩასვეს.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც ბათუმი-მახინჯაურის გზაზე რამდენიმე საათიანი საავტომობილო საცობი იყო. მძღოლსა და პატრულს შორის კამათის ზუსტი მიზეზი უცნობია.