ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

2020-08-28 15:44:52

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთი არასრულწლოვანია.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.