საწარმოში 2 ადამიანი დაიწვა (ვიდეო)

2017-05-25 12:38:45

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ელექტრო ცეხში ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა. 60 წლამდე მამაკაცებს სხეულის არეში მრავლობითი დამწვრობები აქვთ მიღებული. დაშავებულები ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ახლობლების ინფორმაციით, პაციენტებს 80 %  დამწვრობა აქვთ მიღებული. დაშავებულებს უახლოეს პერიოდში თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვენენ. ნახეთ ვიდეო.