რატომ არ დაილუქა ბუნკერები 21მკრ-ის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში

2017-05-25 11:26:14

ქალაქში ბუნკერების დალუქვის პროცესი გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებში ილუქება ბუნკერები და ბინის სიახლოვეს იდგმება სანაგვე ურნები. პროცესი 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო (#20, #21 მკრ). აღნიშნულ მკრ-ში, სამუშაოები 35 საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. ბუნკერი არ დაილუქა მხოლოდ, 21 მკრ-ის #6 საცხოვრებელი კორპუსში, ბუნკერების დალუქვა, აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა. სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე, მას შემდეგ განხორციელდება, რაც ბუნკერების დალუქვას მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს.

ბუნკერების დალუქვის პროცესს, ააიპ უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს.