თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ექიმის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. რატიანი აცხადებს, რომ სამივე მათგანს ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია უტარდება.
„ჰემოდინამიკური პარამეტრებით, უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება. სამივე მათგანს უგრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, ნევროლოგიური სტატუსის მხრივ უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში ლევან რატიანმა.
სამივე დაშავებული ამ დრომდე რჩება საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 2 რუსთაველია. ავარიის დროს 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.