ძლიერი წვიმის გამო აჭარის რეგიონში რამდენიმე ქალაქი და მუნიციპალიტეტი დაიტბორა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საავტომობილო გზებზეც. ბათუმი - მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე რამდენიმე საათია დიდი საცობია. ასეულობით ავტომობილი სამ საათზე მეტია ბათუმიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დატბორილია მახინჯაური, ასევე დიდი რაოდენობითაა წყალი დაგროვებული საავტომობილო გვირაბშიც, რის გამოც გვირაბი დაკეტილია.
როგორც ინფო რუსთავს აჭარის მთავრობში განუცხადეს, სხვადასხვა ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად "ბათუმის წყალის" თანამშრომლები წყლის ამოსატუმბ სამუშაოებს ატარებენ.
გთავაზობთ ფოტოებს დატბორილი აჭარიდან.