ბათუმის შესასვლელი პარალიზებულია [photo]

2020-08-23 14:38:12

უხვი ნალექის გამო ბათუმის შესასვლელი პარალიზებულია.

სათნახევარზე მეტია ბათუმიდან გასვლას, ან ქალაქში შესვლას ასობით ავტომობლი, სამგზავრო ტრანსპორტი და სატვირთოები ვერ ახერხებს, რის გამოც მაგისტრალზე დიდი საცობია წარმოქმნილი.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უხვი ნალექის გამო ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა ქუჩები, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლების სარდაფებში.

წყლის ამოტუბვაზე კი უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.