რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებული ჟალუზების მაღაზია "ვივა-ჟალუზი" გაქურდეს.
შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ტელევიზორი და კომპიუტერი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გაქურდეს ველოსიპედების და მობილური აქსესუარებიც მაღაზიაც.