როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2020-08-22 16:12:04

საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურა.

ინფორმაციას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ სადაც პაციენტია მოთავსებული.

კლინიკაშია ბავშვის ოჯახიც, მშობლები და კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი აქვთ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.