2020 წლის 1 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, განბაჟების ვადა 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ.
კანონის მიხედვით, განბაჟების შემდეგ, ამ ავტომანქანებს 30 დღის ვადა ექნებათ იმისათვის, რომ ტექინსპექტირება გაიარონ, რაც ნიშნავს, რომ 1 მაისამდე იმპორტირებულ ტრანსპორტს ტექინსპექტირება 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა ჩაუტარდეს.
რაც ეხება ყველა სხვა დანარჩენ ავტოტრანსპორტს - კერძოდ, უკვე განბაჟებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტოტრანსპორტს, რომლებსაც ინსპექტირება ადრე გავლილი აქვს და ახლა ვადა ეწურება, და ახალ ავტომობილებს, რომლებსაც, არსებული რეგულაციებით, პირველად უწევთ ტექინსპექტირება - მათ სტანდარტულად მოუწევთ ტექისნპექტირების გავლა შესაბამის თარიღამდე.