ალექსეი ნავალნი მოწამლეს [video]

2020-08-20 19:26:23

რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა BBC ნავალნის პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ცუდათ თვითმფრინავით მგზავრობისას გახდა, რის გამოც პილოტმა ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა.

ნავალნის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მას ჩაიში მომწამვლელი ნივთიერება ჩაუყარეს.

პრესპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, ჩაი იყო ერთადერთი, რაც ნავალნის დილის განმავლობაში მიღებული ჰქონდა.

"დილით ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას გახდა შეუძლოდ და თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა. ალექსეი მოწამლეს. ვვარაუდობთ, რომ ის ჩაიში გარეული ნივთიერებითაა მოწამლული, რადგან ჩაი არის ერთადერთი რამ, რაც მან დილის გამავლობაში დალია",- აცხადებს BBC-სთან საუბრისას ნავალნის პრესპიკერი.

მისივე თქმით, რუსი ოპოზიციონერი საავადმყოფოში უგონო მდგოამრეობაში იმყოფება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაიყვანეს ნავალნი თვითმფრინავიდან სამედიცინო დაწესებულებაში.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები