შრომის ინსპექციას ახალი უფლება მიენიჭა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექციას ობიექტის, მათ შორის კაფე-ბარებისა და რესტორნების, დახურვის უფლება მიეცა, თუ ბიზნესოპერატორი განმეორებითი შემოწმებისა და დაჯარიმების შემდეგაც არ დაიცავენ სამინისტროს მიერ გაწერილ რეკომენდაციებს.
"დღეისთვის შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებითი ბერკეტი, იმ შემთხვევაში თუ ობიექტი ვერ აკმატოფილებს განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც იმ საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენ მიერ, მას ექნება ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს ობიექტის დახურვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.