„მე თუ შევიგინები, წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნაო, თავად კი ყოველ დღე იგინებიან“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო პატარაა და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.
„მე თუ შევიგინები, წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნაო, თავად კი ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ? შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,“ - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა და დასძინა, რომ საზოგადოება არჩევნებზე არ ფიქრობს იმდენს, რამდენადაც ერთმანეთის ლანძღვაზე.
„არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ბოდიშის მოხდა ღვთის და ერის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულების გამო, შევუნდოთ და მივუტევოთ,“ - თქვა მან.