200 ლარიანი დახმარება მთავრობისგან

2020-08-17 12:41:10

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 2020 წლის 1 დე­კემ­ბრამ­დე შეძლებენ.

უწყების ცნობით, რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფი­ზი­კუ­რი პირი ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას ვერ ახერ­ხებს, უნდა მი­მარ­თოს:

სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულს;

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს;

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს;

„ლი­ბერ­თი ბან­კის“ ფი­ლი­ა­ლებს.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე - 1505“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით ამ დროისთვის 272 ათაში ბავშვია დარეგისტრირებული.

უწებაში ამბობენ, რომ სულ 870 ათასამდე ბავშვის დარეგისტრირებას ელოდებიან, ხოლო პროგრამისთვის გამოყოფილია ის თანხა, რამდენი ბავშვიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე.