სამძებრო სამუშაოები 2 დღე მიმდინარეობდა

2020-08-17 11:26:43

ორდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

15 აგვისტოს ორი ახალგაზრდა კაცი წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ერთის გამოყვანა მაშველებმა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და დრონი იყო ჩართული.