რუსთავში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთაველის ქუჩაზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
მეზობლების თქმით მამაკაცი რამდენიმე დღე არ ჩანდა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბინაში შეაღწიეს სადაც მამაკაცის ცხედარი დახვდათ.
ადგილობრივების ინფორმაციით გარდაცვალება სავარაუდოდ გულის უკმარისობამ გამოიწვია.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.