დიდუბეში, ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მათივე ინფორმაციით, საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.