ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ავარიის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შსს-ში აცხადებენ რომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.