არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

2020-08-13 14:18:17

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ, 12 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გაუპატიურებაში ბრალდებული გუშინ ღამესვე, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული 50 წლამდე მამაკაცია.

უწყების ცნობით, გამოძიება 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.