ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2020-08-13 11:22:33

ბავშვი, რომელსაც 9 აგვისტოს მახინჯაურში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი 4 დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების შეფასებით, მცირეწლოვანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

9 აგვისტოს მახინჯაურში ავტომობილი 7 ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა: ქალი, მისი რძალი, არასრულწლოვანი შვილიშვილი, სამი პირი სავაადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა შორისაც მცრეწლოვანი დღეს გარდაცვალა. ჯამში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია.