ბავშვის გატაცების მცდელობა

2020-08-12 23:54:35

ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში - "კურიერმა" დღეს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრიც მოიპოვა.

მცირეწლოვანი ბიჭი გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა, რომლებისთვისაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა. 

არსებული ინფორმაციით უცხო მამაკაცმა მცირეწლოვანს მოატყუა რომ მამამისია და სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. აღსანიშნავია რომ ბავშვის მამა წლებია უცხოეთში იმყოფება რითაც აღნიშნულმა პირმა ისარგებლა.

მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.

გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


წყარო: რუსთავი2