სტარტაპ იდეების კონკურსი რუსთავში

2020-08-12 17:18:51

რუსთავში შემოდგომაზე სტარტაპ იდეების კონკურსი ჩატარდება.

პროექტის ორგანიზებისთვის კი პროფესიულ კოლეჯ "მოდუსში" რუსთავის ინოვაციური ჰაბის წევრები და მისი პარტნიორები შეიკრიბნენ.

"რუსთავის ინოვაციური ჰაბი აკეთებს ე.წ. Design Workshop-ს, ანუ შეხვედრას, რომლის პროცესშიც გვინდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავგეგმოთ ღონისძიება, რომლის ჩატარებასაც ვაპირებთ ახლო მომავალში რუსთავში.

კონკრეტულად, გვინდა გავაკეთოთ ახალგაზრდული ბიზნესიდეების სტარტაპ კონკურსი. დღევანდელი შეხვედის მიზანიც სწორედ ეს არის, მოვიწვიეთ ჩვენი პარტნიორები და ერთად ვმსჯელობთ იმაზე, როგორ დავგეგმოთ პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად, რომელიც სამთვენახავერს გაგრძელდება. როგორ გავწელოთ ვადებში, ვინ როგორი ფორმით ჩაერთვება, რა რესურსები იქნება ამისთვის საჭირო,  რომ საბოლოოდ პროცესი იყოს წარმატებული",- განუხადა "ინფო რუსთავს" რუსთავის ინოვაციების ჰაბის გამგეობის თავმჯდომარემ რევაზ ბარბაქაძემ.

ბარბაქაძის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლებათ. თუმცა არის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მათი ბიზნესიდეა უნდა ეხებოდეს და განხორციელდეს რუსთავში.

კონკურსი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში დაიწყება და რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

საბოლოოდ შეირჩევა სამი სტარტაპ იდეა. თითოეული იდეის განსახორციელებლად რუსთავის ინოვაციების ჰაბი 7-8 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები