"შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას"

2020-08-12 14:28:07

საკოორდინაციო სხდომის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში განცხადებები გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა რომ შესაძლოა სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.

"ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. დღეს არ ვატარებთ ნიღბებს, არ არის სოციალური დისტანცირება, ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, „კოვიდისგან“ თავისუფალ გარემოში მიიღონ განათლება", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.