დილით, დაახლოებით 09:45 წუთზე XII მიკრო-რაიონში მიკრო საფინანსო კომპანია "ლენდო" დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილი ელოდებოდა როდის გააღებდა მიკრო საფინანსოს კარს მოლარე, შემდეგ მას ობიექტზე შეჰყვა და იარაღის მუქარით აიძულა თანხა მიეცა. არსებული ინფორმაციით დამნაშავემ 10 000 ლარის გატანა შეძლო და მიიმალა. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტს ვადასტურებთ, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს". ნახეთ ვიდეო.