სოფელ ყარაჯალარს მკაცრი საკარანტინე ზონის სტატუსი მოეხსნა. სოფლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ყარაჯალარში მასობრივი ტესტირების მეორე ეტაპი დასრულდა.
ტესტირებები სოფელში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მეორე ატაპზე გამოკვლელვა 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა.
ყარაჯალაში, ჯამში, კორონავირუსული ინფექციის 43 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, მკაცრი საკარანტინე ზონის სტატუსი გაჩიანის დასახლების სოფელ ყარაჯალარს 24 ივლისს მიენიჭა და სოფელში შეზღუდვები 17 დღის განმავლობაში მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში, ადგილობრივებმა სოფლის გახსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია 2-ჯერ გამართეს.