3 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2020-08-10 10:40:00

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 გარდაიცვალა 3 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.