ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შძედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ წუთებში კვლევები უტარდებათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.