ახალქალაქში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.
ინფორმაციას დაპირისპირების შესახებ jnews.ge ავრცელებს. შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. სავარაუდოდ, ჩხუბი სოფელ კულიკამში მოკლული კაცის გამო დაიწყო. გადამწვარია 1 სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი.
როგორც jnews.ge-ს ჟურნალისტი პირდაპირ ჩართვაში ჰყვება, მას კამერა დაუმტვირიეს, ამიტომ ჩხუბსა და კამათს შორიდან იღებს, თუმცა კადრში გარკვევით ჩანს რამდენიმე კაცი როგორ ამსხვრევს მინებს. დამსხვრეულია კერძო საკუთრების, სასტუმროს კარ–ფანჯარა.