საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა [video]

2020-08-08 18:18:03

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ერთი წლის და 2 თვის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, შემთხვევა დილის საათებში მოხდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბავშვის მშობლებს ეძინათ. ფონიჭალის მცხოვრებლების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ფანჯრიდან სწორედ იმ დროს გადმოვარდა რა დროსაც დასუფთავების სამსახურის ტანამშრომელი ეზოს ალაგებდა.თვითმხილველების თქმით ბავშვი მეეზოვის წინ დაეცა.

"სადღაც დილის რვის ნახევრისთვის მოხდა ეს შემთხვევა. მეზობელი კორპუსებიდან ნახეს, რომ ბავშვი მოფრინავდა. მეეზოვე გვიდაო და რომ ჩამოვარდა მან ნახა. მეზობელი ასულა და მშობლები ოთახში ეძებდნენო ბავშვს, ალბათ საწოლში რომ ვერ ნახეს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.