მაშველებმა გაუჩინარებული მამაკაცი ტყეში იპოვეს

2020-08-08 17:49:41

მაშველებმა გურჯაანის სოფელ ჩალაუბანში გაუჩინარებული 89 წლის მამაკაცი იპოვეს. სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მამაკაცი  საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ტყეში ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამნეზია აქვს, მას ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

გურამ საგინაშვილი უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

89 წლის მამაკაცი სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.