თამარ ბაჩალიაშვილის ძმის პირველი კომენტარი

2020-08-08 16:49:36

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ გიორგი ბაჩალიაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან  საზოგადოებას მიმართა და მოითხოვა, რომ მათი ოჯახის მისამართით ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება შეწყდეს.

"მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს თუ არაადამიანს ვინც დაკავებულია ჩემი, მამაჩემის და დედაჩემის, ჩვენი ოჯახის ღირსების შელახვით. ჩემს დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი და არც მამაჩემის ყურადღება, სიყვარული და არც დედაჩემის არ მომკლებია. ყველა იმ ადამიანს მინდა მივმართო, ვინც დაკავებულია კლავიატურასთან კაკუნით, მობრძანდეს ჩემს სახლთან, დამიკაკუნოს პირდაპირ კარზე და გავცემ სათანადო პასუხს. არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ. ბევრი ჭორი გავრცელდა მასზე, როგორც მოძალადე კაცზე. დანამდვილებით ვიტყვი, რომ არც მე და არც ჩემს დას მამაჩემის ყურადღება არ მოგვკლებია.  ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი და მეგლოვა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ვეთანხმები“, - განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.