ავარია რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე

2017-05-22 18:27:29

რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა 18:00 საათზე მოხდა. შეჯახებისას, ერთ-ერთი ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.