წითელი ხიდის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

2017-05-22 15:39:27

რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით მიმავალ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში გზის ორმული დამუშავება ხდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. სამუშაოების დასრულება დღის ბოლომდე იგეგმება.