შსს ფარცხალაძის და თორდიას ჩხუბის ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო)

2017-05-22 14:30:14

„საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები. ამოღებულია ყველა მნიშვნელივანი მტკიცებულება. დანიშნულია საჭირო ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა“, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრიფინგი გაიმართა.

უწყებამ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებებიც გაასაჯაროვა. ასევე გამოაქვეყნა კადრები, რომელიც კაფე "ელ ცენტროში" მომხდარ ინციდენტს ასახავს.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება. ნახეთ ვიდეო.

ლაშა თორდია შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება. მისი განცხადებით, შსს-მ კადრები ისეთი რაკურსით წარმოადგინა, რომ თითქოს ფარცხალაძეს მან დაარტყა პირველმა. „მათივე კადრებითვე დასტურდება რომ არ ყოფილა წამიანი შეხვედრა, ჩანს რომ ინციდებტი მოხდა. ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დავწრმუნდი რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ“. ლაშა თორდია საგამოძიეობო კომისიის შექმნას ითხოვს, რათა დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.