თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში FBI- ის ჩართვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი წერილი გაიგზავნა, ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შშს-ში შეხვედრა გარდაცვლილი გოგოს მშობლებს, მიხეილ რამიშვილს, შს მინისტრის მოადგილესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შორის შედგა.
რამიშვილის განცხადებით, საქმეში დრონის ჩანაწერები არსებობს და უკვე მოტანიალია საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მისი დიდი მოცულობიდან გამომდინარე მან ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა ჩანაწერების ნახვა.
რამიშვილმა ასევე დაადასტურა ფაქტი, რომ პიროვნება, რომელიც მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარის კომპიუტერის გახსნისას მიჰყვა, ბაჩანა ლობჟანიძე იყო. მისი თმით, მან ბაჩანა თამარის ოჯახის წევრებისგან გაიცნო, როგორც გარდაცვლილი გოგოს მეგობარი.