სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

2017-05-22 13:49:35

22 მაისის საღამოდან 25 მაისამდე, საქართველოში  წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლოა, წყლის დონემ მოიმატოს.

ხვალ და ზეგ რუსთავში წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა კი  +18, +23 გრადუსი იქნება. 25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.