თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებსა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საელჩოს წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობა გამოძიებაში სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს.
თეონა თამაზაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე არ დააკმაყოფილებს ოჯახის მოთხოვნას და არ მოითხოვს გამოძიებაში FBI-ს ჩართულობას, ის პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავს და შიმშილობას დაიწყებს.