რუსთავში ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

2020-07-03 14:31:46

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში, რუსთავში, საწარმოო პროცესი 1 ობიექტს შეუჩერა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ საწარმოთა ინსპექტირების ფარგლებში, ქვემო ქართლის მასშტაბით, კრიტიკული შეუსაბამობა სასაკლაოსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოში დაფიქსირდა, აქედან ერთ-ერთი რუსთავში მდებარეობს. 

სამსახურის ხელმძღვანელი, მირანგულა ლიპარტელიანი იდენტიფიცირებას არ ახდენს, კონკრეტულად რომელი ობიექტია განთავსებული რუსთავში, თუმცა, აცხადებს, რომ ბიზნესოპერატორები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ და ფუნქციონირება მხოლოდ მას შემდეგ აღადგინეს, რაც არსებული დარღვევები გამოსწორდა.

ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 156 ობიექტი შემოწმდა. აქედან საჯარიმო სანქცია 17 ბიზნესოპერატორზე გამოიწერა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.