გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

2020-08-02 15:08:08

საქართველოს ყოფილი პარლამეტარის გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე, ცივი იარაღით დაჭრეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ლისზე მომხდარი დაპირისპირების დროს მიაყენეს.

დაჭრილი ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება.

გოგი თოფაძის შვილიშვილის გარდა დაჭრილია კიდევ ერთი პირი.