მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

2020-08-02 01:16:10

ახალქალაქში, სოფელ ხოსპიოსთან, მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გზის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთოს მძღოლი იყო.

ადგილობრივების თქმით, მან სატვირთოს მისაბმელი მიწის დაყრის მიზნით მაღლა ასწია, რა დროსაც რკინა დენის სადენებს გამოედო და დენი მამაკაცზე გადავიდა. მათივე თქმით, მამაკაცს სატვირთოში ყოფნის დროს არაფერი უგრძვნია და დენმა მხოლოდ მიწაზე გადმოსვლის შემდგომ დაარტყა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქამეთა სამინისტროში ინფო რუსთავს, განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"