დრაგი და დრიფტი ავტოდრომზე

2017-05-21 17:04:51

რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს დრაგის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ასევე იგეგმება დრიფტ შოუ. ღონისძიება BMW Club Georgia-ს ორგანიზებით მოეწყო და ავტოკატასტროფაში დაღუპული BMW-ს კლუბელის - დავით ტყეშელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ჩემპიონატში 100-მდე პროფესიონალურად თუ ქარხნულ დონეზე დამზადებული, საქართველოს თუ მეზობელი ქვეყნების ავტომობილი მონაწილეობს. ღონისძიების მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების აღკვეთა და მათი უსაფრთხო, ორგანიზებულ გარემოში გადმოტანაა.