შსს-მ საკუთარი თანამშრომელი დააკავა

2020-07-31 10:47:01

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.