"ორი პარტიაა რომელსაც შეუძლია მთავრობის შექმნა"

2020-07-30 11:46:14

კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ჩვენ ვუშვებთ ქართულ ოცნებასთან -განაცხადა პარტიის „კონსერვატორები“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა  "ფორმულასთან" საუბარში.

მისი თქმით,  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის საჭიროების შემთხვევაში მის პარტია მეტი საერთო აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ვიდრე  „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„ორი პარტიაა, რომელსაც შეუძლია მთავრობის შექმნა. ერთი არის სააკაშვილთან აფილირებული ძალები და მეორე არის ქართული ოცნება. ჩვენ გაცილებით მეტი ბმა გვაქვს ქართულ ოცნებასთან, სააკაშვილთან არანაირი ბმა არ გვაქვს", - თქვა ძიძიგურმა.

ძიძიგური ამბობს, რომ თავად ქართულ ოცნებასთან მის პარტიას აღნიშნულ საკითზე არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია და არც აპირებს რომ ჰქონდეს.

„ქართულ ოცნებასთან არავითარი კონსულტაცია არ მქონია და არც ვაპირებ. ეს ჩვენი შეხედულებაა, ასე ვფიქრობთ და ასე ვაცხადებთ. ეს არ არის არანაირი გარიგება, ჩვენ მხოლოდ ჩვენს პოზიციაზე  ვსაუბრობთ. კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ჩვენ ვუშვებთ ქართულ ოცნებასთან და გამოვრიცხავთ ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამბობს ძიძიგური.