მტკვარში ცხედარი იპოვეს

2020-07-29 15:04:51

თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში ცხედარი იპოვეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, მდინარეში უცნობი მამაკაცის ცხედარი მეთევზემ შენიშნა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

საიფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.