თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს

2020-07-29 00:37:12

თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი გახსნეს.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 23 წლის გარდაცვლილი გოგოს კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

გარდაცვლილი გოგოს ოჯახის ადვოკატი თამარის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა. როგორც მიხეილ რამიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბიუროში მისვლის დროს მას კომპიუტერის პაროლი მოხსნილი დახვდა. ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათი დასჭირდება.

კომპიუტერის გახსნის პარალელურად სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარდაცვლილი გოგოს პირადი ანგარიში აღარ იძებნება. რატომ არ იძებნება თამარის პირადი ანგარიში, ამის შესახებ ოჯახის ადვოკატს ინფორმაცია არაა აქვს, თუმც, ქსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ.