53 სკვერი და 3 ფანჩატურის მოწყობა

2017-05-20 20:39:16

რუსთავში სკვერების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალგეთი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 53 სკვერის და 3 ფანჩატურის მოწყობა იგეგმება. შპს „ალგეთის“ სამუშაოების მწარმოებლის, გოჩა ლათიბაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტისთვის 657 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.