"ციხის მაგივრად აშენდეს ტექნიკური უნივერსიტეტი"

2020-07-28 16:08:37

"მშრომელთა სოლიდარობის კავშირი", რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში "ლელოს" მიერ ჩატარებულ აქციას ეხმაურება.

"ჩვენი კავშირი უკვე ამ თემასთან დაკავშირებით ვაგროვებთ ხელმოწერებს ციხის მაგივრად აშენდეს ტექნიკური უნივერსიტეტი. პოლიტიკურ ორგანიზაციას ლელოს და საერთოდ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც შეეშვან ამ პოლიტიკური ქულების დაწერას ესეთი თამაშებით თქვენ აზიანებთ საერთო ხედვას. ჩვენ გვირჩევნია განათლება. ბატონ გრიგოლ გეგელიას კი მოვუწოდებთ რომ თვითონ რა სურს ის კი არ უნდა დაანონსოს არამედ რაც ხალხს სჭირდება. ნუ გადააყოლებთ თქვენ პოლიტიკურ ინტერესებს საერთო საქმეს",-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ჭყონდიდელის დასახლებაში რუსთავის რაიონული ორგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქცია გამარა.

ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე მეტრში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.