"აქ არ იქნება ციხე"

2020-07-28 14:38:25

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ჭყონდიდელის დასახლებაში რუსთავის რაიონული ორგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქცია გამარა. [ვიდეო/video]

ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე მეტრში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

"დღეს ჩვენ რუსთავის ლელოს რაიონული ორგანიზაცია აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ 14 ჰექტარზე, ზუსტად საცხოვრებელი სახლების წინ, ციხის მშნებლობის პროექტი.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის დაუშვებელი და არასდროს არცერთი წამით არ შევეგუებით იმას, რომ აქ აღიმართოს ყრუ, უსიცოცხლო კედელი.

იქ, სადაც ბავშვები თამაშობენ, ადამინები ცხოვრობენ, სადაც განვითარება და სიცოხლე უნდა იყოს ქართული ოცნების მანკიერი ხელისუფლება აპირებს, რომ ადგილობრივების აზრის კითხვის გარეშეე, აქ აღმართოს ყრუ, უსიცოცხლო კედელი...

ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი ხედვა, იმის შესახებ, თუ რა იქნება აქ და უახლოეს დღეებში ჩვენ წარვადგენთ ძალიან ამბიციურ განვითარების გეგმას ამ უბნისათვის და შემდეგ სხვა უბნებისთვის ამ მშვენიერ და ლამაზ ქალაქშიც, რომელის მიივიწყა პოლიტიკამ, გაწირეს პოლიტიკოსებმა, სადაც ჰაერი კლავს, შრომა კლავს, სადაც არანაირი პერსპექტივა აღარ დარჩა განვითარებისთვის, ბედნიერების, ადამიანური ცხოვრების. ჩვენ ამ ყველაფერს შეცვლით გავარღვევთ ამ მანკიერ წრეს და ვიტყვით, რომ რუსთავი გახდება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქი მთელი ქვეყნის მასშტაბით",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელიას თქმით, როგორც კი ლელო მოვა ხელისუფლებაში, მოიძიებენ ინვესტიციებს და იმ ტერიტორიაზე, სადაც ციხე უნდა აშენდეს, რეკრეაციულ, დასასვენებელ და სავაჭრო სივრცეებს მოაწყობენ, რომლის დახმარებითაც ჭყონდიდელის დასახლება გაცოცხლდება.

ვიდეო იხილეთ აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები