რუსთავის ქუჩებში ტრენაჟორები მოეწყობა.
სავარჯიშო კონსტრუქციების დასამონტაჟებლად ქალაქის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ტრენაჟორები 16 ლოკაციაზე მოეწყობა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ პროექტის ფარგლებში 16 ლოკაციაზე განათავსოს: საჩრდილობელი ფანჩატური ტრენაჟორებისათვის, ტრენაჟორი „ნიჩბოსანი“, ტრენაჟორი „სხეულის ამზიდი“, ტრენაჟორი „აზიდვა მკერდიდან“, ტრენაჟორი „მიზიდვა მკერდისაკენ“, ტრენაჟორი „აზიდვა ფეხებით“, ტრენაჟორი „ტვისტერი“, ტრენაჟორი „მუცლის კუნთებისათვის", ტრენაჟორი „წელის კორექციისათვის“, ტრენაჟორი „ელიფტური“, ტრენაჟორი „ორმხრივი ძელი“.
იხილეთ იმ ქუჩების ჩამონათვალი სადაც ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ: მესხიშვილის მესამე გასას. N6, 21 მკრ N10 , 16 მკრ, მე-19 მკრ N14 კორპუსის წინ, მე-17 მკრ N10 კორპუსის წინ, მეგობრობის N30 , თოდრიის მეორე ჩიხის N4 და თოდრიის პირველი ჩიხის N7-ის შორის, ფალიაშვილის N3ა, ქიმიკოსთა სახლის, ბალანჩივაძის N10ა , ნიკოლაძის N5-7, მშენებელთა N50 (ვენ.დისპანსერთან), გრანელის N2, მე-12 მკრ N36-37 მ, მე-11 მკრ N2, მე-12 მკრ N20-21.
ორივე ტენდერისთვის საერთო ჯამში 309 616 ლარი გამოყოფილი. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ტრენაჟორები ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოც) კალენდარულ დღეში დაამონტაჟოს ზემოთ ჩამოთვლილ ლოკაციებზე.