"სამსახურში არის ნეპოტიზმი"

2020-07-29 14:37:53

აიპ "რუსთავის კორპუსის" თანამშრომელი ქეთევან ბენაშვილი 2020 წლის 27 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ქეთევანმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, მისი სამსახურიდან დათხოვნა უსამართლობა და პირადი შურისძიება იყო.

"ვარ 2012 წლიდან ააიპ რუსთავის კორპუსის თანამშრომელი, ვმუშაობდი კოორდინატორის თანამდებობაზე. 2014 წელს გავედი დეკრეტულ შვებულებაში და დავბრუნდი 2016 წელს იგივე თანამდებობაზე და დღემდე ვმუშაობდი. თვე ნახევრის წინ მოვიდა ახალი უფროსი თემური მჭედლიშვილი, დაიწყო ჩემი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, შევიწროება, შემიცვალა ოლქი, გადამიყვანა მცირე ზომის ოთახში სადაც 6-7 ადამიანი ძლივს ვეტეოდით ამ პანდემიის დროს, აგვიკრძალა ოთახიდან გამოსვლა და ჰაერის ჩასუნთქვა, ერთ-ერთ ესეთ დროს ვიყავი გარეთ ჰაერზე რადგან უჰაერობა იყო, ამის საფუძველზე დამიბარა ოთახში და ხმამაღალი ტონით, ყვირილით მითხრა ახსნა-განმარტების დაწერა, რასაც მოყვა ჩემგან რჩევა, რომ არ უნდოდა ესე ჩემს მიმართ მოქცევა, უარესად აუწია ტონს და მიღრიალა, რის შემდეგაც დავტოვე მისი კაბინეტი და შევიქმენი შეუძლოდ, გონება არ დამიკარგავს არც გული არ წამსვლია, ჩათვალეს თანამშრომლებმა, რომ სასწრაფო გამოეძახათ.

უფროსი წერს რომ მე მაგ დღეს 18:00 საათამდე დავტოვე სამსახური, რაც არის სიცრუე, 18:15 წუთამდე არსად არ წავსულვარ, არიან მოწმეებიც.

მეორე დღეს ვერ გამოვცხადდი სამსახურში, წავედი ექიმთან. შემოწმების შემდეგ ექიმმა დამიწერა, რომ სამსახურში სტრესულმა გარემომ გამოიწვია ჩემი ესეთ მდგომარეობა. 2 კვირის გასვლის შემდეგ უფროსმა, თემურ მჭედლიშვილმა, ბძანება გადმომცა, რაღაც ფსიქოლიგიური ტესტირების, რომელიც სამსახურში უნდა ჩამტარებოდა. ამას მოყვა ჩემი წინააღმდეგობა, არანაირი უფლება არ ჰქონდა ამ ტესტირების ჩატარების, გადაამეტა თავის უფლება-მოვალეობებს. იგი გამოირჩევა ცინიკურიბითა და უზრდელობით, უბრახუნებს თანამშრომლებს მაგიდაზე მუშტს და ყვირის. ამ ბრძანების საფუძველზე, რომელზეც მე ვთქვი უარი, დღეს გამომიცხადა სამსახურუდან გათავისუფლების ბრძანება.

არასდროს არ დამიგვიანია, შენიშვნა არა მაქვს, გაფრთხილება არა მაქვს. ბიულეტინი არა მაქვს, გაცდენაც და დათხოვნაც არა მაქვს.

პირველ რიგში სამსახურში არის ნეპოტიზმი. თავისი ცოლი, რომელიც იყო კოორდინატორი, გადაიყვანა მშვენიერ ოთახში, სადაც სიგრილეა.

უფროსი გამოირჩევა აგრესიულობით თანამშრომლების მიმართ, ყვირილით გამოხატავს თავის რეაქციებს და მუშტების დარტყმით. ამის დადასტურება სხვა თანამშრომლებსაც შეუძლიათ",- განუცხადა ინფო რუსთავს ქეთევან ბენაშვილმა.

ინფო რუსთავი დაინტერესდა ააიპ "რუსთავის კორპუსის" პოზიციითაც. თემურ მჭედლიშვილმა უარყო ქეთევან ბენაშვილის ბრალდებები.

რუსთავის კორპუსის იურისტმა ინფო რუსთავს განუცხადა, რომ ქეთევანი სამსახურიდან შინაგანა წესის უხეში დარღვევისა და პროფესიული უნარჩვევების შეუსაბამობის გამო განთავისუფლდა.

"გარეთ დგომის გამო სიტყვიერი შენიშვნა სამმა-ოთხმა ადამიანმა მიიღო. ქეთისგან მოჰყვა აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია, ეს დაინახა ყველა თანამშრომელმა. ამის გამო გამოვიძახეთ სასწრაფო. ქეთი კანკალებდა, ტიროდა, სპაზმი ჰქონდა, მემგონი, წნევა ჰქონდა მაღალი. სასწრაფო იმდენად ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. თვითონაც თქვა სასწრაფოს მიერ შედგენი დოკუმენტში, რომ სულიერი აღელვების ფონზე დაემართა შეტევა. სასწრაფომ გადაიყვანა. მეორე დღეს არ გამოცხადდა სამსახურში და მოიტანა ფორმა ასი, რომელშიც ორი დაავადება წერია. ერთი არის ქრონიკული ვერტებრობაზილარული უკმარისობა და მეორე არის ნევროტული აშლილობა. ნევროტული აშლილობაა მითითებული და თან მიმდინარეობაში უწერია, რომ აქვს მწვავე, საჭიროებს ამბულატორიულ დახმარებას ექიმის მეთვალყურეობით და დანიშნული აქვს შესაბამისი მედიკამენტებიც. ვინაიდან ეს დაავადება მენტალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ქეთი არის საკვანძო თანამდებობაზე დანიშნული...

როდესაც უფროსმა იცის, რომ მსგავსი დაავადებითაა დაავადებული თანამშრომელი, ვალდებულია ის კანონის შესაბამისად, რომ უნარჩვევების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან დაადასტუროს. ამის დადგენა კი შესაძლებელია რამდენიმე ხერხით, ერთ-ერთი არის ფსიქომეტრიული ტესტი...

ბრძანება დაიწერა, სადაც ეწერა, რომ ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, სამი დღე მიეცა ქეთის და თავად შეეძლო აერჩია, 22, 23 ან 24 ივლისი. თუ უარს განაცხადებდა ან შეტყობინებით არ მომართავდა, ბრძანებაში პირდაპირ ეწერა, რომ უპირობოდ განთავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. ანუ მისთვის ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რომ თუ არ დაწერდა ამ ტესტს ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან",- განუცხადა ააიპ რუსთავის კორპუსის იურისტმა ინფო რუსთავს.

ქეთევანს უკვე აყვანილი ჰყავს ადვოკატი და აპირებს, რომ ააიპ "რუსთავის კორპუს" უჩივლოს და სასამართლოს გზით დაამტკიცოს, რომ ის სამსახურიდან პირადი შურისძიების მიზნით გაათავისუფლეს. ქეთევანის მთავარი მოთხოვნაა, რომ მოხდეს მისი სამსახურში აღდგენა და განაცდური სამუშო დღეები ანაზღაურება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები